გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

ქალები საუდის არაბეთიდან

vogue.com

ქალების ცხოვრება საუდის არაბეთში ძალიან ძნელია. მათ ცხოვრებას ძალიან ბევრი აკრძალვა, სოციალური წნეხი და კულტურული ნორმა უშლის ხელს. ამის მიუხედავად არსებობენ ქალები, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ ილაშქრებენ. წარმოგიდგენთ ასეთი ქალების მცირე სიას.

1. ჰალალ ალ-ჰამრანი: კრივის ერთადერთი ქალი მწვრთნელი

ალ-ჰამრანი ჯედაში დაიბადა და გაიზარდა. მან განათლება ამერიკის შეერთებული შტატებში მიიღო, მაგრამ დასასქამებლად საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. შრომის შედეგად ალ-ჰამრანმა მიაღწია იმას, რომ სპორტის ნაციონალური აკადემიის მიერ აღიარებული ერთადერთი ქალი მწვრთნელი ყოფილიყო კრივსა და კიკბოქსნიგში.

2. რიმ ალ-ბაიატი: მიუხედავად კინოთეატრების დახურვისა, ალ-ბაიატმა შეძლო ფილმების გადაღება და მასში ჯილდოების აღება

რიმ ალ-ბაიატისთვის არ შეუშლია ხელი საუდის არაბეთის მიერ კინოფილმებისა და კინოთეატრების აკრძალვას, გადაეღო ფილმები და მასში ჯილდოები აეღო. 2017 წლის დასაწყისში ბაიატი მადრიდის ფილმების ფესტივალზე, უცხოური მოკლე მეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. 35 წლის რეჟისორს ბრიტანული განათლება აქვს ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიაში.

3. ემი როკო: სტერეოტიპების ნგრევა ვლოგინგის საშუალებით

how bae be watching me when I'm on my phone

A post shared by Amy Roko (@amyroko) on

ემი როკოს ინსტრაგრამზე ერთი მილიონი გამომწერი ჰყავს. ქალი ნამდვილ სახელს და გვარს არ ამჟღავნებს და ფსევდონიმით მოქმედებს. ის მოკლე, სასაცილო ვიდეოებს იღებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საუდის არაბეთში. ერთი წლის წინ ემი როკო bbc- ის 100 ყველაზე შთამაგონებელ ქალთა სიაში მოხვდა.

"მე აღარ ვდარდობ როგორ დამინახავს საზოგადოება. დაღლილი ვარ იმით რომ ქალები სუსტები გონიათ. ქალებს ვხედავ როგორც ძალიან ძლიერ არსებებს, ჩვენ მართლაც ასეთები ვართ. არ მძულს კაცები, უბრალოდ ვცდილობ ჩემი ხმა ყველა ახალგაზრდა გოგოს მივაწვდინო"- ისაუბრა ემი როკომ AJ+ - თან. 

4. აშვაქ ალ-შამრი: სიცოცხლის გადარჩენა, საუდის არაბეთში მანქანის ტარების საშუალებით

საუდის არაბეთში ქალებისთვის მანქანის ტარება აკრძალულია. ალ-შამრი მიუხედავად ამ აკრძალვისა მანქანას მაინც ატარებს და ამით ერთხელ სიცოცხლეც იხსნა. 

ალ-შამრიმ ერთხელ საკუთარ სტუდენტებთან ერთად ავტობუსი იქირავა ექსკურსიის მოსაწყობად. ტარებისას მძღოლს გული წაუვიდა, რის შემდეგად ავტობუსის მართვა აშვაქ ალ-შამრიმ განაგრძო მიუხედავად აკრძალვისა. მან გოგონები და მძღოლი საავადმყოფოში მიიყვანა.

5. ნასრიინ ალისა: საუდის არაბეთში მცხოვრები ქალებისთვის მათი უფლებების გასაცნობი აპლიკაციის შექმნა

ნასრინ ალისა არ არის დაბადებულიდა გაზრდილი საუდის არაბეთში, მაგრამ ორი სოციოლოგიისა და სამართლის დიპოლმების აღების შემდეგ იგი საუდის არაბეთში გადავიდა საცხოვრებლად. 2016 წელს ალისამ გამოუშვა აპლიკაცია "იცოდე შენი უფლებები".

"2012 წელს, როდესაც საუდის არაბეთში გადავედი საცხოვრებლად, ვნახე რომ ძალიან ბევრმა ქალმა საკუთარი უფლებები არ იცოდა და ჩავთვალე რომ ცვლილებების საჭიროება იდგა. თავდაპირველად წიგნის გამოშვებაზე დავფიქრდი, შემდეგ კი გავაცნობიერე რომ ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ და ამიტომ აპლიკაცია შევქმენი."- უთხრა ალისამ StepFeed-ს.

6. რაჰა მოჰარაკი: პირველი საუდის არაბეთში მცხოვრები ქალი, რომელმაც ევერესტი დაიპყრო

2013 წელს რაჰა მოჰარაკი გახდა პირველი საუდის არაბეთში მცხოვრები ქალი, რომელმაც ინტენსიური ვარჯიშის შედეგად ევერესტი დაიპყრო. გარდა ფიზიკური მომზადებისა, რაჰას სოციუმთან, განსაკუთრებით კი ოჯახთან გამკვლავება უწევდა. მისი თქმით, მას მამა საქმის მიტოვებისკენ და ოჯახის შექმნისკენ მოუწოდებდა. 

"როგორც ამაყი ქალი, ვთვლი რომ საუდის არაბეთში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბარიერია, რომლებიც ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ."- განაცხადა რაჰამ.

7. პრინცესა დინა: სტერეოტიპების მსხვრევა მოდის საშუალებით

@dnachic #countdown #comingsoon

A post shared by Deenathe1st (@deenathe1st) on

პრინცესა დინა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრია. მას ორი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, 2017 წლის დასაწყისში კი ის Vogue Arabia-ს რედაქტორი გახდა.

კომენტარები