საავტომობილო მოძრაობა

25 სექტემბრის დილამდე, ქეთევან წამებულის გამზირი გადაიკეტა

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე, 25 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო გზა მეტრო „ისნიდან“ სამგორის ქუჩამდე გადაიკეტება. შეზღუდვა გუშინ ღამიდან ამოქმედდა. მერია მიზეზად სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

"შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ისანთან“ ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით დაიძვრება და კახეთის გზატკეცილის გავლით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემა იმოქმედებს" - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები