გაეროს 72-ე სესია

გრიბაუსკაიტე რუსეთზე: უნდა შევწყვიტოთ პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა

დალია გრიბაუსკაიტე

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსული სამხედრო დანაყოფების წვრთნებზე, კრემლის აგრესიასა და გაეროს უმოქმედობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ წამოწყებული სამხედრო წვრთნები, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის საზღვარზე მიმდინარეობს, რუსეთის ძალის წარმოჩენასა და ამ ძალის მიმართ შიშის დანერგვას ისახავს მიზნად. გრიბაუსკაიტე არ გამორიცხავს, რომ ეს წვრთნები დასავლეთზე თავდასხმისთვის მზადებას მოასწავებდეს. 

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ვალდებულება აქვს, დაიცვას მშვიდობა საერთაშორისო დონეზე, ის თავს დაესხა საქართველოს, მოახდინა ყირიმის ანექსია და პირდაპირ მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში." - აღნიშნავს ის.

ლიტვის პრეზიდენტი ასევე აღიარებს, რომ რუსეთის ქმედებები მეტწილად გაეროს არასწორი რეაგირებით ან სულაც უმოქმედობით არის გამოწვეული, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ მათივე დადგენილი წესების დაცვას. დალია გრიუბასკაიტე გამოსავალს გაეროს დამოკიდებულების შეცვლაში ხედავს.

"ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა და მოვლენებს შესაბამისი სახელები უნდა დავარქვათ." - აცხადებს ლიტვის პრეზიდენტი. 

კომენტარები