emmys 2017

ნიკოლ კიდმანმა ემი 2017- ის დაჯილდოვებაზე ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა

Variety.com

რამდენიმე საათის წინ emmys 2017 დასრულდა. ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო სერიალში ნიკოლ კიდმანმა გაიმარჯვა. კიდმანს ემი სერიალ Big Little Lies-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. სერიალში კიდმანის პერსონაჟი (სელესტი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

ნიკოლ კიდმანმა ჯილდოს მიღებისას თავის ოჯახსა და ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა:

" მეც დედა და ცოლი ვარ. მყავს ორი პატარა გოგო- სანი და ფეითი, ასევე ჩემი საყვარელი ქმარი- კითი. სწორედ ამ ხალხს ვთხოვ დახმარებას არტისტის გზაზე და ისინიც იღებენ ძალიან დიდ მსხვერპლს. ამიტომ ეს ჯილდო თქვენია. მინდა რომ ჩემმა გოგოებმა ჯილდო თაროზე დადონ და როდესაც მას შეხედავენ მიხვდნენ თუ რატომ არ ვიყავი მათთან ერთად დაძინების დროს"- თქვა კიდმანმა.

ამის შემდეგ მან ძალადობასა და მის პერსონაჟზე ისაუბრა.

"მათ ასევე მინდა იცოდნენ, რომ როდესაც მსახიობი ხარ შეგიძლია მსოფლიოს დიდი სათქმელი გადასცე, ეს შენი კონტრიბუციაა საერთო საქმეში. ჩვენ დღის შუქზე გამოვიტანეთ ოჯახში ძალადობის პრობლემა. ეს რთული, ფარული დაავადება ჩვენში იმაზე მეტად არსებობს, ვიდრე ჩვენ ეს გვგონია. მას თან ახლავს სირცხვილი, საიდუმლოება და დღეს ჩემთვის ამ ჯილდოს გადმოცემით თქვენ ამ თემას უფრო ნათელი მოფინეთ. მადლობა, მადლობა, ქედს ვიხრი თვენს წინაშე!"- თქვა ნიკოლ კიდმანმა.

კომენტარები