გაერთიანებული პროფკავშირები

პროფკავშირების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი უკვე მეოთხედ აირჩიეს

ნეტგაზეთი

საქართველოს პროფკავშირების ყრილობაზე გაერთიანების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. პეტრიაშვილი 2005 წლიდან პროფკავშირების თავმჯდომარეა. ის ამ თანამდებობაზე 4 წლის ვადით უკვე მეოთხედ აირჩიეს. 

პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში თავდაპირველად სამი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა დავით ოქიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის წინ მოხსნა. საბოლოოდ, ერთმანეთს არჩევნებში ამირან ზენაიშვილი და ირაკლი პეტრიაშვილი დაუპირსპირდნენ.

კომენტარები