გერმანიის აეროპორტი

კიოლნის აეროპორტში ბომბის არსებობის საშიშროების გამო მგზავრების ევაკუაცია მოხდა

Reuters

კიოლნი/ბონის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციის შესვლის შემდეგ ავიაკომპანია Turkish Airline-ის თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა.

ინფორმაცია "დოიჩე ველეს" აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს.

კიოლნი/ბონის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცნობა მაშინ მიიღეს, როცა თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ბილიკზე იყო გასული და მის ბორტზე 111 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარის გამო, სტამბოლისკენ მომავალი რეისი გაუქმდა და თვითმფრინავს პოლიციელები ამოწმებენ. რეისის მგზავრები კი, აეროპორტის ტერმინალში დააბრუნეს.

კომენტარები