Blue Planet II

Radiohead და Hans Zimmer სიმღერას ერთად ჩაწერენ ბიბისის Blue Planet II- თვის

NME.com

ინგლისური ჯგუფი რედიოჰედი და ჰანს ციმერი სიმღერას ერთად ჩაწერენ Blue Planet II-თვის.

სატელევიზიო შოუ BBC One-ის პროდუქტია და მისი მთხრობელი სერ დევიდ ეტენბოროა.

კოლაბორაციული ნამუშევრის შედეგი რედიოჰედის სიმღერა Bloom-ის ორსკესტრულ სტილში გარდაქმნა იქნება. ჯგუფის სოლისტი, ტომ იორკი ახლიდან ჩაწერს ვოკალურ პარტიას. სიმღერის პროდიუსერი რასელ ემანუელია, რომელსაც ბაფტასა და ემის ნომინაციები აქვს მოპოვებული ბიბისის Planet Earth II- თვის.

რედიოჰედისა და ჰანს ციმერის კოლაბორაციით შემქმნილ ტრეკს "(ocean) bloom" ერქმევა და მისი პრემიერა 27 სექტემბერს, შუა დღეს შედგება. 

სატელევიზიო შოუ 2017 წლის ბოლოს გამოვა, სიმღერასთან ერთად 27 სექტემბერს Blue Planet II-ის პრიქველსაც აჩვენებენ.

კომენტარები