მარტინ შკრელი

დაიჭირეს კაცი, ვინც Fb-ზე დაწერა, რომ ჰილარი კლინტონის თმის მომტანს ფულს გადაუხდიდა

Richard Drew / AP

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი მენეჯერი, მარტინ შკრელი მას შემდეგ დაიჭირეს, რაც თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ 5000 ამერიკულ დოლარს გადაუხდიდა მას, ვინც ჰილარი კლინტონის თმას მოუტანდა.

შკრელის პირობით, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის თმა, კლინტონის ახალი წიგნის “რა მოხდა“ პრეზენტაციის დროს უნდა მოეპოვებინათ.

შკრელის განცხადებით, მას არ ეგონა, რომ მის პოსტს ვინმე სერიოზულად მიიღებდა და თავის დაცვა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით სცადა, რომელიც ამერიკელებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აღუთქვამს. თუმცა, მოსამართლეების თქმით, მარტინ შკრელის პოსტი რეალურ მუქარას შეიცავდა და კლინტონზე თავდასხმის სანაცვლოდ ის ფულის გადახდაზეც თანახმა იყო.

პროკურორები შკრელს ინვესტორთა გაცურებაშიც ადანაშაულებენ და ბრალს თაღლითობის მუხლით უმძიმებენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მარტინ შკრელს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

34 წლის შკრელი ამერიკულმა საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატზე ფასი 5000%-ით გაზარდა.

კომენტარები