მიხეილ სააკაშვილი

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ - მთავარი პროკურორი

unian.net

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, შეგინის სასაზღვრო პუნქტზე საზღვრის უკანონოდ გადამკვეთ პირებს, ამ კანონდარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამის შესახებ ლუცენკო საკუთარ facebook-ზე წერს. 

"კანონი მოითხოვს, პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, ხელმძღვანელობდა ამ ქმედებებს ან ხელს უწყობდა ამ ქმედებებს. ეს გაკეთდება", - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი. 

მიხეილ სააკაშვილი ახლა ლვოვში იმყოფება. უკრაინის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ სააკაშვილმა საზღვარი კანონდარღვევით გადაკვეთა, რის საფუძველზეც გატარდება კანონით შესაბამისი მოქმედებები.

დაახლოებით 5 საათის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

კორდონის გარღვევის ამსახველი კადრები:

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=jYL6XKEcyBs]

 

კომენტარები