17 მაისი

17 მაისის საქმეზე ბრალდებულები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

17 მაისის საქმეში ბრალდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო და ერთწლიანი განხილვის შემდეგ ბექა სალუქვაძე, ტიტალ დავრიშიანი, ირაკლი ბასილაია(მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასიაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ამ გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

მთლიანობაში ორი ინსტანციის სასამართლო საქმეს 2 წლის განმავლობაში განიხილავდა. 

სალუქვაძეს, დავრიშიანს, ბასილაიას და ბასიაშვილს ბრალად 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისათვის უკანონოდ ძალადობით ან ძალადობის მუქარით ხელის შეშლა ედებოდათ. 

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია ათობით ათასმა ადამიანმა, მათ შორის სასულიერო პირებმა ძალადობრივად ჩაშალეს.

კომენტარები