აშშ

ამერიკის ხუთი ყოფილი პრეზიდენტი ქარიშხალ ჰარვისა და ირმას წინააღმდეგ გაერთიანდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ, ჯორჯ ბუში უმცროსმა, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუში უფროსმა და ჯიმი კარტერმა საერთო საქველმოქმედო ფონდი შექმნეს.

ფონდი “One America Appeal” ტეხასში ქარიშხალ ჰარვის მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფლორიდას ქარიშხალი ირმა უახლოვდება, ყოფილმა პრეზიდენტებმა ამერიკელებს ქარიშხალ ირმასა და ქარიშხალ ჰარვის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

ყოფილი პრეზიდენტების ინიციატივას მხარი დაუჭირა ამერიკის მოქმედმა პრეზიდეტმაც. ამის შესახებ, დონალდ ტრაპმა თვითერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

ატლანტის ოკეანის ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა ირმამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის ფლორიდასკენ მიემართება. სავარაუდოდ, ქარიშხალი მაიამის სანაპიროს შაბათ საღამოს მიუახლოვდება.

კომენტარები