შოკოლადი

შვეიცარიაში ვარდისფერი შოკოლადი შექმნეს

pinterest.com

თეთრი შოკოლადის შექმნიდან 80 წელი გავიდა, შვეიცარიაში მეოთხე ტიპის- ვარდისფერი შოკოლადი შექმნეს. შავ, რძიან და თეთრ შოკოლადს, ვარდისფერიც დაემატა.

შვეიცარიულმა შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიამ Barry Callebaut-მა, ჩინეთში ღონისძიებაზე გაასაჯაროა, რომ მათ "ლალის" შოკოლადი შექმნეს, რომელიც ვარდისფერია. კომპანიის დესერტების უფროსმა მზარეულმა როიტერსს განუცხადა, რომ მისი გემო არის კენკრის, ხილისა და სიმჟავის ნაზავი.

მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი ვარდისფერია, კომპანიაში ამბობენ რომ ეს ნატურალურად მიღებულია ფერია.

კომენტარები