აჭარის ტელევიზია

სალომე ასათიანის და გოგი გვახარიას გადაცემები აჭარის ტელევიზიაზე გავა

სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები აჭარის ტელევიზიაზე გავა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე ადასტურებს.

გოგი გვახარიას გადაცემას „ანარეკლები" ერქმევა და ის ეთერში 12 სექტემბერს, 22:00 საათზე გავა. სალომე ასათიანის ანალიტიკური გადაცემა კი, სატელევიზიო ბადეში სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ჩაეშვება.

სალომე ასათიანის "ინტერვიუ" და გოგი გვახარიას "წითელი ზონა" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადიოდა. არხის რეორგანიზაციის მიზეზით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

კომენტარები