ლუკაშენკო: ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოში ჩამოსვლაზე, ეს ოცნება ამიხდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"ყოველთვის ვოცნებობდი ამ უმშვენიერესი ქვეყნის მონახულებას. საბედნიეროდ ჩემი ოცნება ახდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული შთაბეჭდილებით", - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელეს. ოფიციალურ მიღებაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ "ქართველმა ერმა ბელაურისის განვითარებას ხელი შეუწყო.

"ქართველები ჩვენი მოძმე ერია, ჯერ კიდევ საბჭოთა დრომდე პერიოდში და უშუალოდ  საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. ბევრი თქვენი თანამემამულე და ჩვენი ძმა დაიღუპა დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელორუსიაში ბრძოლის და ბელორუსიის განთავისუფლების დროს. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. რომელი ხსოვნის მემორიალიც არ უნდა მოინახულოთ, თქვენ მასზე აუცილებლად ნახავთ ქართულ გვარს და ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ამ ხსოვნას, ვუფრთხილდებით აღნიშნულ მონუმენტებს და ვუვლით მათ. ჩვენ მოწიწებით ვეპყრობით ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ხოლო მიუხედავად დისტანციისა ჩვენს ერებს ისტორიის არაერთი  საერთო ფურცელი დაუწერია.
 
ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდმა ქართველმა ერმა და მისმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების და მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას. ჩვენ ასევე კარგად ვიცით თუ საიდან იღებს სათავეს კაცობრიობა პლანეტის ამ ნაწილში და სწორედ ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ სათანადო პატივს მივაგებთ"- განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ.

შემხვედრის ამსახველი ვიდეო:

ლუკაშენკო საქართველოში 2015 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა. 

კომენტარები