წყალდიდობა ინდოეთში

სამხრეთ აზიაში მუსონმა 1,200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

Reuters

ბოლო ათწლეულის მანძილზე ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მუსონმა სამხრეთ აზიის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში ძლიერი წყლადიდობა გამოიწვია. ინდოეთში ათასობით სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს და მოსახლეობას რამდენიმე დღის მანძილზე საკვები და სასმელი წყალი არ მიეწოდება.

დღეს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ქუჩების დატბორვის გამო ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთის აღმოსავლეთ პროვინციებში სტიქიამ უკვე ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ ქვეყნებშიც. ნეპალში 150 ადამიანია გარდაცვლილი ხოლო ბანგლადეშში 134. ათასობით მოქალაქეს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია.

კომენტარები