"მისი ხმა ყოველთვის იარსებებს"- ჯარედ ლეტომ ჩესტერ ბენინგტონზე ისაუბრა

GETTY IMAGES

ჯარედ ლეტომ MTV VMA-ს დაჯილდოებაზე ლინკინ პარკის გარდაცვლილ ვოკალისტზე, ჩესტერ ბენინგტონზე ისაუბრა.

"როდესაც ვფიქრობ ჩესტერზე, ვხედავ მის სახეს, რომელიც ყოველთვის იღიმოდა. ვფიქრობ მის გულზე, რომელიც მან საკუთარი ხელებით ატარა. ვიხსენებ როგორ კარგად მექცეოდა მე, ჩემს ძმას, ტომო მილიჩევიჩს, ჩვენს ჯგუფს. ვფიქრობ მის ცოლსა და ექვს სასწაულ ბავშვზე. ვფიქრობ მის ოჯახზე და მისი ჯგუფის წევრებზე, რომელიც ჩესტერისთვის ნამდვილი ძმებივით იყვნენ. ვფიქრობ მის ხმაზე, რომელიც პირველ რიგში იყო მძვინვარე და მგრძნობიარე. ეს ხმა ყოველთვის იარსებებს."

ლინკინ პარკის გასული წლის VMA-ს შესრულების ჩვენებამდე, ჯარედ ლეტომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზეც ისაუბრა. 

"თუ ვინმე არის, ვინც დღეს გვიყურებს და ფიქრობს რომ არანაირი იმედი არ არსებობს, მომისმინეთ: თქვენ არ ხართ მარტო. წინ მიმავალი გზა ყოველთვის არსებობს. გაუზიარეთ სხვებს თქვენი ფიქრები. არ დანებდეთ და მე გპირდებით, რომ თქვენს ყველაზე ბნელ დღეებში უდიდესი გარდამტეხი დღეები იქნება."

კომენტარები