ხანძარი ახალციხის რაიონში

მღებრიშვილი: ჩვენ გვიჭირავს ცეცხლი და უახლოეს ხანში მოხდება მისი ლოკალიზება

Giorgi Mgebrishvili/Fb.com

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილის თქმით ახალციხეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. მინისტრი ამბობს, რომ ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.

„„ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის და პრაქტიკულად ჩვენ გვიჭირავს ცეცხლი და უახლოეს ხანში მოხდება მისი ლოკალიზება. აქ მუშაობს დაახლოებით 170 განსაკუტრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. ასევე სატყეოს თანამშორმლები მუშაობენ.  ამ ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტროს ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და მათ ჩართვასაც შესაბამისი ბრძანებულება სჭირდება პრეზიდენტის. ამ ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტროს ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის და მათ ჩართვასაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება სჭირდება. ვფიქრობ, რომ აქამდე საქმე არ მივა და ჩვენ ჩვენი ძალებით გავუმკლავდებით. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. რა ფართობზეა მოდებული ხანძარი, ამას დავადგენთ ცოტა ხანში. გუშინ, დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო და არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. გავაკეთეთ ხელოვნური ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს დილიდან დავამატეთ ცოცხალი ძალა. ერთი სიტყვით, ჩართულია ავიაცია, მუშაობს ცოცხალი ძალა და ტექნიკა და პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.“ - ამბობს მღებრიშვილი.

რაც შეეხება ბოლო დროს გახშირებულ ხანძრებს, მინისტრის თქმით, მიზეზებს ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ გაანანალიზებენ.

„მოდით, მიზეზებზე ამ ეტაპზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს ამ ხანძრების ლიკვიდაცია და შემდეგ უკვე დავსხდებით და ამ მიზეზებსაც გავაანალიზებთ.” - განაცხადა მღებრიშვილმა.

ახალციხის რაიონ სოფელ სვირში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები