MTV VMAs

Pink-ის შვილისადმი მიძღვნილი ემოციური სიტყვა MTV VMAs-ის დაჯილდოებაზე

Billboard

გუშინ, MTV VMAs დაჯილოდება გაიმართა, სადაც მომღერალმა Pink-მა Michael Jackson Video Vanguard ჯილდო მიიღო. ჯილდოს მიღებისას მან თავის ქალიშვილ, ვილოუზე ძალიან ემოციურად და შთამაგონებლად ისაუბრა.

"ვიცი, არ მაქვს ბევდრო. ცოტა ხნის წინ ჩემი ქალიშვილი მიმყავდა სკოლაში და მან მითხრა, - "მე ყველაზე მახინჯი გოგო ვარ და ეს ვიცი". მე გავიკვირვე, მან კი მიპასუხა, რომ ის ჰგავს გრძელთმიან ბიჭს.

მე არაფერი მითქვამს, ამის მაგივრად წავედი სახლში და მას პრეზენტაცია ავუწყვე Powerpoint-ში. ეს პრეზენტაცია იყო როკ ვარსკვლავებსა და არტისტებზე, რომლებიც საკუთარი სიმართლით ცხოვრობენ, ისინი ყოველ დღე ხდებიან დაცინვის მსხვერპლნი, მაგრამ ამას არ აქცევენ ყურადღებას და სხვებს შთააგონებენ - მაიკლ ჯექსონი, ჯორჯ მაიკლი, ელტონ ჯონი, ძალიან ბევრი არტისტი....

შემდეგ მე ვკითხე, შენი აზრით, როგორ გამოვიყურები? მან მიპასუხა - შენ ლამაზი ხარ. მე ვუთხარი, რომ როდესაც ხალხი დამცინის, ისინი ამბობენ, რომ მე ბიჭს ვგავარ, ჩემი სხეული ზედმეტად ძლიერია, მაგრამ განა ხედავ, ვიზრდიდე თმას? მან მიპასუხა - არა, დედა. - ვიცვლიდე სხეულს? მან ისევ "არა" მიპასუხა.

"მაგრამ ხომ ხედავ, რომ ვავსებ მოედნებს მთელ მსოფლიოში?", მან "დიახ" მიპასუხა.

ამიტომ, პატარა გოგოვ, ჩვენ არ ვიცვლებით. ჩვენ ხრეშსა და ნიჟარებს ვიღებთ და მას მარგალიტად ვაქცევთ. ჩვენ ვეხმარებით სხვა ადამიანებს, შეიცვალონ, რათა დაინახონ უფრო მეტი სილამაზე."

კომენტარები