თარგამაძის საქმე

მუსა ხანგოშვილი გივი თარგამაძის ბრალდებას პასუხობს

მერაბ (მუსა) ხანგოშვილი გივი თარგამაძის ბრალდებას მისი აფეთქების ოპერაციასთან კავშირის შესახებ ფეისბუქზე, თარგამაძის კედელზე, კომენტარებით პასუხობს.

კომენტარში ხანგოშვილი ამტკიცებს, რომ თარგამაძის საქმესთან კავშირი არ აქვს და მასთან დალაპარაკებას ითხოვს - ან პირადად, ან ტელეფონით.

თარგამაძე ხანგოშვილს ასევე ფეისბუქზე კომენტარით პასუხობს და ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურთან რამზან კადიროვთან გადაღებულ ფოტოზეც მიუთითებს: „ადამიანთან (რუსეთის მოქალაქესთან), რომელსაც მთავარ სურათად თავის მოსაწონად ჩემი სამშობლოს მთავარი ოკუპანტის პუტინის მარჯვენა ხელთან, ჩემი ქვეყნის მტერთან ერთად გადაღებული ფოტო უდევს, მე სალაპარაკო არაფერი მაქვს. რაც შეეხება დაბრალებას, როცა ჩემს ქვეყანაში სამართალდამცავები მიუკერძოებლად იმუშავებენ, ყველაფერი დადგინდება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.

თარგამაძეს ხანგოშვილიც პასუხობს. კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მის საქმესთან კავშირი არ აქვს და ქვეყნის ოკუპაციაში თარგამაძეს და “მისნაირებს“ ადანაშაულებს.

გივი თარგამაძემ თავისი საქმე დამოუკიდებელი გამოძიების დახმარებით გამოიძია. თარგამაძის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, მისი აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. მისი თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობდა. მათგან ერთ-ერთი,დამოუკიდებელი გამოძიების ინფორმაციით - დიმიტრი აბრამიშვილი, შოთა ჭიჭიაშვილთან და მის დეიდაშვილ, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ მუსა ხანგოშვილთან ერთად მოსკოვში იმყოფება.

კომენტარები