ხანძარი ატენის ხეობაში

ატენის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობა რელიეფის გამო ვერ ხერხდება, იწვის წიწვოვანი ტყე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ სოფელ ზემო ბოშურთან ურთულესი რელიეფის გამო ამ მომენტისთვის ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია. ცეცხლი 2 ჰექტარზე გავრცელდა. ტყე ხშირია, რაც ხანძრის გავრცელებას აიოლებს. ცეცხლის ჩაქრობას კი ხელს უშლის ძლიერი ქარი. 

ბორჯომის ხანძრის ლოკალიზაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

კომენტარები