საჯარო ფინანსები

მინდია ჯანელიძეს ინდოეთის პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი აქვს

ტაბულა

"ფლანგვის დეტექტორის" მონაცემებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საჯარო მოხელეა. გასულ წელს მისი ანაზღაურება გადასახადის გადამხდელებს 94.5 ათასი ლარი დაუჯდათ. ეს იმაზე მეტია რასაც საქართველოს პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იღებენ. მეტიც, ეს ინდოეთის პრეზიდენტის ხელფასსაც აღემატება. 

  • მინდია ჯანელიძე - 94 500 ლარი 
  • გიორგი მღებრიშვილი - 75 859 ლარი
  • გიორგი კვირიკაშვილი - 51 369 ლარი
  • ინდოეთის პრეზიდენტის პრანაბ კუმარ მუჰერჯეს ხელფასი 2015 წელს - $32,216 დოლარი (77 318 ლარი)

კომენტარები