სოფლის მეურნეობა

საქართველოში კვერცხის, რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა

Getty Images

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობაც შემცირებულია.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში წარმოებული პროდუქციის მოცულობა ასე გამოიყურება:

  • ხორცი (დაკლული) - 28.1 ათასი ტონა, კლება წინა წელთან 9%
  • წარმოებული რძე - 283 მილიონი ლიტრი, კლება წინა წელთან 4%
  • კვერცხი - 298 მილიონი ცალი, კლება წინა წელთან 4%

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის II კვარტალის მდგომარეობით მსხვილფეხა ქვეყანაში რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 მილიონი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოში აღრიცხული შინაური ფრინველის (ქათამი, ბატი, ინდაური) რაოდენობა 11.7 მილიონია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 43 ათასით ნაკლებია.

ამ კლების მიუხედავად ზრდის ტენდენციაა წვრილფეხა პირუტყვის მიმართულებით. ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მილიონ სულს მიაღწია. ღორის სულადობა 194.6 ათასი სული იყო, რაც 10.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

კომენტარები