ტერაქტი ბარსელონაში

კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს. ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა", -წერს პრემიერი განცხადებაში.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის შს მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია.

კომენტარები