მკვლელობა

ბაღდათში, 83 წლის მამაკაცმა 63 წლის ცოლი სანადირო თოფით მოკლა

metro.us

ბაღდათში, 83 წლის კაცმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1934 წელს დაბადებულმა გ.გ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

ინტერპრესნიუსი მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის გამო მოხდა.

კომენტარები