აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და აჭარაში, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. 

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 970 სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტია ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.

კომენტარები