ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

კალაძე: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარულიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები