საქართველოს ეროვნული ლიგა

ლოკომოტივსა და ტორპედოს შორის მატჩი ჩაიშალა, გულშემატკივრებმა იჩხუბეს

თბილისის ლოკომოტივსა და ქუთაისის ტორპედოს შორის საფეხბურთო მატჩი, რომელიც თბილისში მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე იმართებოდა, ჩაიშალა.

მსაჯმა თამაში 85-ე წუთზე შეწყვიტა. მიზეზი გულშემატკივრის მიერ ნასროლი მაშხალა გახდა. იმავე მიზეზით მატჩის გაჩერება მსაჯს თამაშის პირველ ნახევარშიც მოუწია, თუმცა პირველ ჯერზე მატჩი გაგრძელდა.

თამაშის ჩაშლის შემდეგ კლუბების გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე მატჩს, 85-ე წუთისთვის, ლოკომოტივი ანგარიშით 2:0 იგებდა.

ლოკომოტივის პრესსამსახურის უფროსი მომხდარს Facebook-ზე ასე აღწერს:

თბილისის ლოკომოტივის განცხადებით, „მატჩის შედეგისა და სანქციების შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს”.

კომენტარები