ავტოავარია

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ქვეითი ავტომობილის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

metro.us

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შედეგად, 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-15-ე კილომეტრზე, გვიან ღამით მოხდა. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები