უკანონო იარაღი

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს

სამართალდამცავებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1938 წელს დაბადებული ი.დ.თბილისში აიყვანეს. ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის 2 პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, მიმდინარეობს.

კომენტარები