თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტში რიგებია, კომპიუტერული სისტემა შეფერხებით მუშაობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
TAV GEORGIA

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაითიშა მგზავრთა რეგისტრაციის სისტემა, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებს მგზავრების ხელით რეგისტრაცია უწევთ. აეროპორტის ინფორმაციით ხარვეზი რამდენიმე საათში გასწორდება.

ღამით ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს როგორც მგზავრების ფიზიკურ, ისე ონლაინრეგისტრაციას.

"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები. რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.

მგზავრთა რიგი აეროპორტში:


ფოტო: გიორგი ვაშაძე / facebook.com

კომენტარები