მობილური აპლიკაცია

ანონიმური შეტყობინებების აპლიკაცია საუდის არაბეთიდან, რომელმაც ინტერნეტი წალეკა

androidauthority.net

Sarahah ახალი აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან საკუთარი გვერდი და ამ გვერდზე მიიღონ ანონიმური შეტყობინებები. 

Sarahah საუდის არაბეთში შეიქმნა და ის არაბულად "გულწრფელობას" ნიშნავს. აპლიკაციამ გლობალური პოპულარობა აგვისტოს დასაწყისში მოიპოვა.

აპლიკაციის შემქნელი ზაინ ალ-აბიდინ ტავფიქი BBC-ისთან საუბარში ამბობს, რომ Sarahah-ის შექმნის დროს მას იმედი ჰქონდა, რომ მომხმარებლები 1000 შეტყობინებას მაინც გააგზავნიდნენ. 

დღეის მდგომარეობით ანონიმური შეტყობინებების აპლიკაციით 300 მილიონზე მეტი მესიჯია გაგზავნილი. 

აპლიკაცია მისი პირობების (Terms & Conditions) მიხედვით არ აგროვებს მისი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მათი გამოყენების უფლება აქვს. 

კომენტარები