ოკუპირებული აფხაზეთი

პუტინი: საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას

Getty Images

გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო პრეზიდენთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს.

"არსებობს სასაუბრო თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე იქნება", - თქვა პუტინმა.

პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე.

"რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. აფხაზეთის მოქალაქეები, ასევე, რუსები და სტუმრები, უნდა აცნობიერებდნენ და გრძნობდნენ, რომ საიმედო დაცვის ქვეშ არიან", - აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე ჩავიდა.

კომენტარები