თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი რუსული ავიაკომპანიისთვის გამიზნული Boeing 747 გახდება

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი გაკოტრებული რუსული ავიაკომპანია Transaero-სთვის განკუთვნილი Boeing 747-ებით იფრენს. ამერიკის საჰაერო ძალებმა Boeing-თან ამ შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწია. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შეთანხმება", ამბობს აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანი ჰეზერ ვილსონი. მისი თქმით, ახალი თვითმფრინავები ექსპლოატაციაში 2024 წელს შევა.

Boeing-ისთვის ახალი თვითმფირნავების შეკვეთა და მათი გადაკეთება თავდაპირველი პროექტის მიხედვით $4 მილიარდზე ძვირი ჯდებოდა. დონალდ ტრამპის შეფასებით ეს "ძალიან ძვირი იყო". ტრამპმა განაცხადა რომ ის კომპანიასთან ფასის დაკლებაზე შეთანხმებას მიაღწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონტრაქტს სრულად გააუქმებდა.

Boeing-მა საჰაერო ძალებს შესთავაზა 2 ახალი თვითმფრინავი, რომელსაც ის რუსული ავიაკომპანია Transaero-სთვის აგებდა, თუმცა 2015 წელს კომპანია გაკოტრდა, შესაბამისად თვითმფრინავების დამზადების პროცესიც შეფერხდა. საჰაერო ძალები სწორედ ამ ორ 747-ს შეიძენს და მათ "მფრინავ ციხესიმაგრეებად" გადააკეთებს, რაზეც თავდაპირველთან შედარებით $500 მილიონი დოლარით ნაკლები დაიახრჯება.

2 თვითმფრინავი, რომლითაც დღეისთვის პრეზიდენტი დაფრინავს უკვე 27 წლისაა. მათი დამზადების განკარგულება 1985 წელს რონალდ რეიგანმა გასცა, პირველი პრეზიდენტი ვინც მათი ექსპლოატაცია დაიწყო ჯორჯ ბუშ უფროსი იყო. 

თვითმფრინავის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა სწორი მოვლის პირობებში დაახლოებით 30 წელს შეადგენს. 

კომენტარები