მოდა

დემნა გვასალია Vogue-ს პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

vogue.com

12 ოქტომბერს ჟურნალი Vogue პირველ კონფერენციას გამართავს, სადაც დღეისთვის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ დიზაინერებს მოუყრის თავს, მათ შორის იქნება Balenciaga-ს და Vetements-ის კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია. 

ამერიკული ვოგის რედაქტორის, ანა ვინტურის, თქმით კონფერენცია იქნება მოდის მამოძრავებელი ძალების შეკრება, სადაც წარმატებული დიზაინერები თავიანთ განვლილ გზაზე ისაუბრებენ.

კონფერენციაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება და მისი ფასი 3000$ია.

კომენტარები