უაქციზო სასმელი

დიდი ოდენობით უაქციზო კონიაკისა და ვისკის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ქალაქ გორში აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლურ სასმელებს - 149 ბოთლ კონიაკ HENNESSY XO - სა  და  6 ბოთლ ვისკის JACK DANIELS-ს უაქციზო მარკის გარეშე ყიდდნენ. ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება  46 460 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები