NATO-ს მისია ავღანეთში

ავღანეთის ქალაქ ყანდართან NATO-ს სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ

AFP

CNN-ის ცნობით, ავღანეთის ქალაქ ყანდაღართან NATO-ს სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ.

ტელევიზიის ცნობით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ალიანსის წარმომადგენლები დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ პრესრელიზს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

NATO-სა და ამერიკას ავღანეთში დაახლოებით 13 500 ჯარისკაცი ჰყავთ გაგზავნილი.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში უკანასკნელი თვეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის თავდასხმებმა.

კომენტარები