პენსის ვიზიტი

კობახიძე: პენსის თქმით, ქვეყნის განვითარების ბოლო 5 წელი განსაკუთრებით წარმატებულია

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან და მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის მმართველობის პირობებში, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ბოლო 5 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის უპრეცედენტო შეფასება, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, სტაბილური განვითარებით მივაღწიოთ მეტ წარმატებას და ხალხის კეთილდღეობას, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შესახებ

კომენტარები