მაიკ პენსის ვიზიტი

ჯონ მაკკეინი: ყოჩაღ ვიცეპრეზიდენტო საქართველოში გაკეთებული განცხადებისთვის

Getty Images

სენატორი ჯონ მაკკეინი ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს საქართველოში გაკეთებული განცხადებებისთვის აქებს. მაკკეინი ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე წერს. კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე მაიკ პენსმა განაცხადა - "დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს". პენსის თქმით, ის და დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერენ მხარდს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ყოჩაღ ვიცეპრეზიდენტო საქართველოში! "პენსი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს"- წერს მაკკეინი.

მაიკ პენსი: დარწმუნებული ვარ საქართველო ერთ დღეს ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს 

"მე და პრეზიდენტი ტრამპი ბუქარესტში NATO-ს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, რომელმაც ცხადი გახადა, რომ საქართველო ერთ დღეს გახდება NATO-ს წევრი.

დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს.

შეიძლება, ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, მაგრამ ქართველი ხალხის მტკიცე გამბადეობა და სული ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. სულ რაღაც ერთი თაობის წინ იყო, როცა საქართველო საბჭოთა კავშირში იყო გამომწყვდეული და როცა ეს ბრუტალური რეჟიმი დაეცა, თქვენ აღიდგინეთ თქვენი დამოუკიდებლობა და თქვენი თავისუფლება.თქვენ დახმარებისთვის ხელი გაუწოდეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენ ვამაყობთ, რომ ხელი ჩაგკიდეთ", - ამბობს მაიკ პენსი.

ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა საქართველო დღეს, დაახლოებით 17:00-ზე დატოვა, ის მონტენეგროში გაემგზავრა.

კომენტარები