მაიკ პენსის ვიზიტი

პატრიარქი მაიკ პენსს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეხვდება

Reuters

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დღეს შეხვდება. სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერის გიორგი ზვიადაძის თქმით, ეს იქნება "გაცნობითი, მეგობრული შეხვედრა". მან აღნიშნა, რომ „თავად სტუმარმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სიონში მობრძანდეს. დაათვალიეროს ფრესკები და ხატები. ეს კერძო, არაოფიციალური ვიზიტია“.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მაიკ პენსი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" უკვე შეხვდა ოპოზიციის წევრებს. ამ წუთებში, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრს ხვდება, რის შემდეგაც, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

კომენტარები