მაიკ პენსის ვიზიტი

ხულორდავა: ჩვენ აშშ-სთვისაც ვართ სანდო და საიმედო პარტნიორი რეგიონში

ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს ვიზიტი. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენთვისაც და ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვისაც. ის აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მხარდამჭერია და ეს შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ და სამართლებრივ დონეზეც არაერთხელ დაადასტურა. ჩვენ აშშ-სთვისაც ვართ სანდო და საიმედო პარტნიორი რეგიონში. საქართველოს წვლილს მუდმივად აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაფასება და აშშ-ს მხრიდან გლობალური უსაფრთხოების სფეროში წვლილისთვის.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები