Windows

32 წლიანი არსებობის შემდეგ Windows-ის ახალ ვერსიაში Microsoft Paint უქმდება

Samuel Gibbs / theguardian.com

32 წლიანი არსებობის შემდეგ Windows-ის ახალ ვერსიაში Microsoft Paint უქმდება.

განახლებული Microsoft Windows 10 მომხმარებელს ახალ ფუნქციებს სთავაზობს, თუმცა Microsoft Paint-ის გაუქმებას გეგმავს.

Paint-თან ერთად Windows ისეთი აპლიკაციების გაუქმებას აპირებს, როგორიც - Outlook Express, Reader app და Reading list-ია.

Microsoft-მა Paint ძველ ავეჯს შეადარა, რომელმაც თავის არსებობის ვადა ამოწურა და გადაგდებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ 1985 წელს გამოსული Microsoft Paint იყო პირველი გრაფიკული რედაქტორი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მომხმარებელში და Windows-ის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი გახდა.

2017 წლის აპრილში გამოსული Windows 10 უკვე განახლებული Paint 3D-თი იყო აღჭურვილი, რომლითაც შესაძლებელია 3D და 2D გამოსახულების შექმნა.

Paint-ის განახლებული ვერსია Windows 7-ს მოყვა, თუმცა ბევრად ჩამოუვარდებოდა Paint.NET, რომელიც მომხმარებლისთვის აპლიკაციის უფასო ალტერნატივა იყო.

ცნობისთვის, Microsoft Paint-ის გაუქმებით, Windows-ის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი აპლიკაცია შეწყვეტას არსებობას.

კომენტარები