კათეტერი

კანადაში, ოჯახმა ნაყინში ინტრავენური კათეტერი აღმოაჩინა

RADIO CANADA

კანადაში, ერთ-ერთმა ოჯახმა ნაყინში ინტრავენური კათეტერი იპოვა. ამის გამო, ოჯახის წევრებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, სამედიცინო შემოწმება დასჭირდებათ. კათეტერის პოვნამდე, კარამელის ნაყინი ოთხ ადამიანს ჰქონდა ნაჭამი.

BBC-ის ცნობით, ნაყინის მწარმოებელმა ქარხანამ განმარტა, რომ კანადის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო.

ამასთანავე, კანადის პროვინციის კვებეკის ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა ოჯახი გააფრთხილეს, რომ უნდა გაიკეთონ სისხლის ანალიზი A, B, C ჰეპატიტსა და HIV ვირუსზე. 

კანადის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ გამოძიება ნამდვილად დაწყებულია ამ ფაქტზე. გამოძიების პირველ ეტაპზე, ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი საფრთხე არ გამოვლენილა.

კომენტარები