ადგილობრივი თვთმმართველობა

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის კანონზე ვეტოს ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ ორგანულ კანონს ვეტო დაადოს. ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ მმართველ გუნდს თვითმმართველი ქალაქების გაუქმება წინა არჩევნებიდან გამომდინარე უნდა.

"მნიშვნელოვანია წინა არჩევნები, სადაც ძალიან ბევრ ქალაქში, ზუგდიდიდან დაწყებული, ქუთაისში, ახალციხეში და სხვაგან მათ შეექმნათ პრობლემები და უნდათ, შეცვალონ კონფიგურაცია. ეს არის მათი მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში. ამიტომ, ამ მიმართულებით, რა საკვირველია, დასადებია ვეტო. მნიშვნელოვანია, რომ შევაფერხოთ ეს უკან გადადგმული ნაბიჯები", - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა რატიანმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პოზიციას 21 ივლისამდე დააფიქსირებს.

ამასთან, ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადება პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც სთხოვეს.

კომენტარები