ავარია ტრაპზონთან

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონთან ახლოს ავარიაში მოყვა, დაშავებულია 38 ადამიანი

metro.us

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონის მახლობლად, ავარიაში მოყვა. შემთხვევა დღეს, 16 ივლისს მოხდა, ინფორმაცია მიას შესახებ ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციითვე, ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა და  ისინი რეგიონის 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, "დაშავებულების მოსანახულებლად შემოვლაზეა გენსაკონსულოს სრული, შემადგენლობა და ისინი ბავშვების მდგომარეობას ამოწმებენ, ასევე კონტაქტზე არიან ბავშვების ოჯახებთან".

გავრცელებული ინფორმაციის ავარია სავარაუდოდ საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევა ტრაპზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა.

კომენტარები