მე ნამდვილად ასე მგონია [რომ არ შეიძლება ჰქონდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს უიმედობის მიზეზი]. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის წესით ცნობილი უნდა იყოს იმიტომ, რომ ბევრჯერ მოხდა მათი ინფორმირება პირველი პირების მხრიდან, ეს არის ისეთი ცვლილებები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არასდროს მომხდარა - სრული ტექნიკური გადაიარაღება, ახალი შენობის აშენება, რეგიონული ოფისები.... ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს თავისი თვალით და ხედავს, რომ პირადად მისი პროფესიული წარმატებისთვის კეთდება... ჩვენ როცა მოვედით, ადამიანებს კომპიუტერები, ე.წ. პეტლიჩკა და მიკროფონი არ ჰქონდათ. როცა ამბობენ, რომ არაფერი ეშველება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რა თქმა უნდა, მიჩნდება კითხვა, რომ ეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩდენილი ქმედებაა თუ აზროვნების პრობლემა. მე ვამბობ, რომ თუ ადამიანი ვერ ხედავს იმას, რაც ახლა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, დიახ, ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ის ძალიან გამჭრიახია.
tbl.ge/2emx
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე ტაბულას კითხვაზე: ფიქრობთ, რომ არ შეიძლება ჰქონდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს უიმედობის მიზეზი და ნიშნავს თუ არა უიმედობა აზროვნების პრობლემას?
ამავე თემაზე
- მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა - საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საზმაუდან ათავისუფლებენ რეჟისორს, რომელიც პოლიტიკურ წნეხზე საუბრობდა - საზმაუს მცველები
- 1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
- საზმაუ რუბრიკის "ადამიანები ისტორიიდან" წამყვანმა, დიმიტრი სილაქაძემ დატოვა
- "ამ შაბათ-კვირას" დახურვის შემდეგ წამყვანებმა ევგენიძემ და შარვაშიძემ საზმაუ დატოვეს




