გიგი უგულავა

უგულავა: სააკაშვილს ამ წვრილმან ცილისწამებაში არ ავყვები

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს. უგულავას თქმით, ის სააკაშვილის "წვრილმან ცილისწამებას" არ აყვება.

"გულწრფელად ვწუხვარ, დეგრადაციის მაშტაბებს რომ ვუყურებ. მან ძალიან კარგად იცის სიმართლეც და ისიც, რომ ამ წვრილმან ცილისწამებაში არ ავყვები. ესაა ჩემი კომენტარი" - წერს უგულავა Facebook-ში.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გადაცემა არჩევანში თქვა, რომ "ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს".

კომენტარები