ანტონი ნოსიკი

რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი ანტონ ნოსიკი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა

flickr.com

რუსი მედიამენეჯერი, ჟურნალისტი და ბლოგერი ანტონ ნოსიკი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოსიკის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ცნობისთვის, ანტონი ნოსიკი ცნობილი რუსული მედია ვებგვერდების დამაარსებელია - Newsru.com, Lenta.ru და Gazeta.ru.

ბოლო წლებში, მისი ბლოგი Ekho Moskvy-ს ვებგვერდზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

2016 წელს, სასამართლომ ანტონ ნოსიკს 300 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრა ბლოგპოსტის გამო, სადაც ჟურნალისტი სირიაში რუსეთის ინტერვენციას აკრიტიკებდა. ბლოგპოსტში ნოსიკმა პუტინის ხელისუფლება ნაცისტურ გერმანიას შეადარა.

კომენტარები