ტელეკომპანია იმედის ცნობით, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავზე უცნობმა პირებმა წარწერა - "გადამასვენეთ" დატოვეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურმა საფლავი უკვე გაწმინდა.

ფოტო: ლევან კვატაშიძე / http://imedinews.ge
ჯაბა იოსელიანი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი იყო. ასევე, შეიარაღებული ფორმირება "მხედრიონის" დაამარსებელი და ლიდერი იყო.





