ენძელა მაჭავარიანი

მაჭავარიანი: ზაქარიამ რუსებს მოუწოდა კირილივით სცენ პატივი ჩვენს მთლიანობას

მეორე არხი

2019 წელს მართლმადიდებელ დეპუტატთა კონგრესი საქართველოში ტარდება. 2017 წელს რომში გამართულ კონგრესზე კი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ზაქარია ქუცნაშვილი და ენძელა მაჭავარიანი იყვნენ. მაჭავარიანი მეორე არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატებს მოუწოდა ისევე სცენ პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"იქ ზაქარია გამოვიდა და მოუწოდა, რომ როგორც პატრიარქი კირილი არ აღიარებს აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას და პატივს სცემს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას იქნებ თქვენც გეფიქრათ ამაზე. და თუ ისინი დაიწყებენ ფიქრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, თუნდაც ფიქრს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

სამწუხაროდ კონსტიტუციის განხილვის გამო ჩვენ ბოლომდე ვერ დავრჩით და ნაადრევად წამოსვლა მოგვიწია ჩვენ დელეგაციას, მაგრამ ნაწილი დარჩა იქ. ძალიან სასიხარუხლოა რომ 2019 წელს ეს ასამბლეა ჩვენთან ჩატარდება და აქ არის სწორედ ის ფორმატი, სადაც რუს და ქართველ დეპუტატებს ექნებათ პირისპირ საუბრის შესაძლებლობა. რაც ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა იყო ის რომ ასამბლეა ჩატარებულიყო ჩვენთან და ეს რუსებმაც მოინდომეს, რადგანაც იქ ყველაზე დიდი ხმა რუსებს და ბერძნებს აქვთ", - ამბობს მაჭავარიანი.

ენძელა მაჭავარიანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 20:30-ის პროდიუსერი იყო. ენძელა მაჭავარიანს აქვს პატრიარქის სიგელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული თანადგომისა და ღვაწლისათვის.

კომენტარები