ენძელა მაჭავარიანი

ენძელა მაჭავარიანი: კალაძის ბავშვობის ფოტოები მოდური ჩაცმულობით არ გამოირჩევა

პარლამენტი

"მე ძალიან მიხარია ხოლმე როდესაც ვათვალიერებ მისი ბავშვობის სურათებს, რომლებიც არ გამოირჩევა მოდური ჩაცმულობით. ზოგი მაგის ადგილზე რომ იყოს ამ სურათებს რომელიც მას თავის ადრინდელ ცხოვრებაში აქვს გადაღებული არც ახსენებდა, მაგრამ კახი კალაძე სწორედ ამიტომ არის ღირსეული ადამიანი, რომ მან იცის გაჭირვების ფასიც, ტკივილის ფასიც, მან უდიდესი ტრაგედია გადაიტანა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, ის ამ ყველაფრის შემდეგ დგას ასე ამაყი, კარგი და გამარჯვებული", - ასე აფასებს ქართული ოცმნების თბილისის მერობის კანდიდატს ენძელა მაჭავარიანი მეორე არხის ეთერში გადაცემა არგუმენტის დროში. 

ენძელა მაჭავარიანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 20:30-ის პროდიუსერი იყო. ენძელა მაჭავარიანს აქვს პატრიარქის სიგელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული თანადგომისა და ღვაწლისათვის.

კომენტარები